პროექტის შესახებ

,,ტეტრას'' საცხოვრებელი კომპლექსი მოიცავს 3 საცხოვრებელ კორპუსს. მშენებლობის პირველ ეტაპზე აშენდა ერთი საცხოვრებელი კორპუსი, რომელიც მოიცავს 45 საცხოვრებელ ბინას და ამ მომენტისათვის უკვე არის  შესახლებული. მშენებლობის მეორე ეტაპი გულისხმობს კიდევ ორი საცხოვრებელი კორპუსის აშენებას, რომელიც 2021 წლის ივლისში დასრულდება და მოიცავს 160 საცხოვრებელ ბინას.       
მშენებლობაში  გამოიყენება მაღალი ხარისხის, ევროპული სტანდარტების შესაბამისი სამშენებლო მასალები და  B 30 მარკის ბეტონი, ასევე  ორმაგი მინა-პაკეტის კარ-ფანჯარა, რაც უზრუნველყოფს ენერგოეფექტურობასა და ხმის მაქსიმალურ იზოლაციას.
მონოლითური რკინა-ბეტონის კარკასული კონსტრუქცია უზრუნველყოფს შენობის სეისმურ დაცვას არანაკლებ 8-9 ბალისა.


კომპლექსი გამოირჩევა მოსახერხებელი ადგილმდებარეობით:

მეტროსადგური ნაძალადევი - 500 მეტრში ;
სკოლა - 100 მეტრში ;
საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება - 100 მეტრში ;
რკინიგზის ცენტრალური სადგური - 3,2 კ.მ-ში ;
ავტოსადგური - 3,2 კ.მ-ში .


კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა

კომპლექსის ტერიტორია იქნება გამწვანებული, მოეწყობა რეკრეაციული ზონები, სადაც შეძლებთ დასვენებასა და განტვირთვას. ბავშვებისთვის მოეწყობა სხვადასხვა გასართობი საშუალებებით აღჭურვილი სათამაშო მოედანი. ეზოს და კორპუსების  შესასვლელში მოწყობილია პანდუსი, რათა ნებისმიერმა ადამიანმა უსაფრთხოდ და  კომფორტულად შეძლოს გადაადგილება. კომპლექსის ტერიტიორიაზე დაგეგმილია საბავშვო ბაღის გახსნა, რაც დამატებითი კომფორტია ჩვენი მომავალი ბინათმფლობელებისათვის.

 

 მომავალ ბინათმთმფლობელებს ასევე დახვდებათ:

მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომი ;

ყველა სადარბაზოში ორი მაღალი ხარისხის ლიფტი ;

მოწესრიგებული ჰოლი და სადარბაზო ;

განვითარებული კომერციული ინფრასტრუქტურა .


კომერციული და საოფისე სივრცე

კომპლექსის ტერიტორიაზე გამოყოფილი იქნება დიდი სივრცე სავაჭრო ობიექტებისათვის. საოფისე ფართებს გააჩნიათ დიდი ტერასები, რაც საშუალებას იძლევა შეიქმნას გამწვანებული სარეკრიაციო ზონები პირდაპირ ოფისთან.


ტიპური სართული

ჩვენ შევქმენით სხვადასხვა ტიპის  დაგეგმარებები, რათა მომავალმა ბინათმფლობელებმა შეძლონ ბინის შერჩევა მათი გემოვნებისა და მოთხოვნების შესაბამისად.

საცხოვრებელი ბინები იწყება 41.00 კვ.მ-დან, ჭერის სიმაღლე 3.10 მეტრია, ყველა ბინას აქვს დიდი ვიტრაჟული კარ-ფანჯარა და აივანი. გათბობისა და კონდიცირების სისტემებისთვის აივნებზე გამოყოფილია დახურული ზონები.


ჩაბარების პირობები

ბინები ბარდება მწვანე კარკასის კონდიციით, რათა დავზოგოთ ჩვენი მომავალი ბინათმფლობელების რესურსი და დრო. ბინაში დაგხვდებათ:

✔ ორმაგი მინა-პაკეტის კარ-ფანჯარა;
✔ შესასვლელი რკინის კარი;
✔ გალესილი კედლები;
✔ ელექტროგაყვანილობა დაქსელილი;
✔ ცემენტის ხსნარით მოჭიმული იატაკი;
✔ ცენტრალული გათბობის მილები იატაკქვეშ დაქსელილი;
✔ ყველა კომუნიკაცია ბინაში შეყვანილი;
✔ გაზის მილი ბინამდე მიყვანილი;
✔ მყუდრო, დაცული და გამწვანებული ეზო;
✔ საბავშვო მოედანი;
✔ საბავშვო ბაღი;
✔ გარე და მიწისქვეშა პარკინგი:
✔ საოფისე და კომერციული ფართები;
 

ბინების გეგმარებები იქნება შესრულებული მომავალი ბინათმფლობელების სურვილის მიხედვით ან კომპანიის შიდა სტანდარტებით.